Friday, December 7, 2018

სკოლის დირექტორის წერილი მასწავლებლებს....



"ძვირფასო მასწავლებელო!

მე ცოცხალი გადავურჩი საკონცენტრაციო ბანაკს და ჩემმა თვალებმა იხილა ის, რაც არ უნდა ნახოს არც ერთმა ადამიანმა:

როგორ აშენებენ სწავლული ინჟინრები გაზის კამერებს;

როგორ წამლავენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს;
როგორ კლავენ სწავლადამთავრებული მედდები ჩვილ ბავშვებს;
როგორ ესვრიან და წვავენ ბავშვებსა და ქალებს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების კურსდამთავრებულები.

ამიტომაც, მე არ ვენდობი განათლებას!

მე გთხოვთ, დაეხმარეთ მოსწავლეებს გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არ უნდა მიგვიყვანოს სწავლული მონსტრების, ნამეცადინები ფსიქოპატების, განათლებული აიხმანების ჩამოყალიბებამდე.
კითხვა, წერა, არითმეტიკა მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეხმარება ჩვენს შვილებს გახდნენ უფრო ა დ ა მ ი ა ნ უ რ ე ბ ი!

Thursday, December 6, 2018

ლინკოლნის წერილი მასწავლებელს


ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.
ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას. ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე. ყოველი თავგადასავალი თავისთავში ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს და წინსვლა, რომ შევძლოთ საჭიროა გქონდეს რწმენა, სიყვარული და მხნეობა.

ძვირფასო მასწავლებელო,

მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, თუმცა ასევე  მსურს იცოდეს,რომ ყოველი არამზადის უკან გმირი იმალება.
ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. ეს დიდ დროს მოითხოვს, ვიცი ასეა, მაგრამ მინდა ხვდებოდეს, რომ დოლარს რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე 5 დოლარს, რომელიც შემთხვევით იპოვნა.
ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით,რომ ისიამოვნოს გამარჯვებით. გაათავისუფლეთ შურისაგან და თუ შეძლებთ ასწავლეთ, გულწფელი ღიმილი.

ასწავლეთ, წიგნების ფასი, მაგრამ ამავდროულად ბუნების სიყვარულიც შთააგონეთ  – ისწავლოს დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერით, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით.
ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და სითაღლითე.
ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან.
ასწავლეთ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ.
ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენადა ამასთან ერთად კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით,რომ ცრემლები სირცხვილი არაა.
ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
ასწავლეთ, თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.
უთხარით ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.

შეიძლება დიდი გამოწვევაა, მაგრამ მსურს დავინახო რა შეგიძლიათ. ის ხომ ასეთი კარგი ყმაწვილიაჩემი საყვარელი შვილი!”


აბრაამ ლინკოლნი

Tuesday, December 4, 2018

სოკრატესეული....

სოკრატეს ჰყავდა ერთი ახალგაზრდა მეგობარი, ევფიდემი. მას ძალიან უნდოდა, მალე მისულიყო იმ ასაკამდე, რომ შესძლებოდა ხალხში სიტყვით გამოსვლა. სოკრატემ მოინდომა, მისთვის ჭკუა ესწავლებინა და ჰკითხა:
— მითხარი, ევფიდემ, იცი, რა არის სამართლიანობა?
— რათქმაუნდა ვიცი, სხვა საკითხებზე არანაკლებად კარგად.
— მე პოლიტიკაში გაურკვეველი კაცი ვარ, და ამიტომ ჩემთვის ცოტა რთულია ამ საკითხის გააზრება. მითხარი, ტყუილის თქმა, მოპარვა, ადამიანების შეპყრობა და მონებად გაყიდვა – ეს სამართლიანია?
— რათქმაუნდა, უსამართლობაა!
— მაგალითად, თუ მხედართმთავარი მტერს შემოტევისას დაამარცხებს და შეიპყრობს, შემდეგ კი მონებად გაყიდის, ეს სამართლიანი იქნებოდა?
— დიახ, ეს სამართლიანი იქნებოდა.
— და თუ ის გაძარცვავს და გაახრიოკებს მათ მიწებს?
— ესეც სამართლიანი იქნება...
— და თუ სამხდრო ტაქტიკის გამოყენებით მოატყუებს მათ?
— ესეც სამართლიანი იქნებოდა. დიახ, მე შენ არასწორად გიპასუხე, ტყუილი, მოპარვა და დამონება მტერთან მიმართებაში, სამართლიანია, ხოლო მოყვარის მისამართით, უსამართლო.
— ძალიან კარგი, ახლა, მგონი მეც ნელ–ნელა ვიგებ... მაგრამ კიდევ ერთი რამ, ევფიდემ, თუ მხედართმთავარი დაინახავს, რომ მისი მეომრები სულით დაეცნენ, და ეტყვის, რომ მოკავშირეები მოემართებიან რამდენიმე ათასიანი ჯარით მათ დასახმარებლად, და სინამდვილეში ეს ასე არ იქნებოდა, ამგვარი ტყუილი უსამართლობაა?
— არა, ვფიქრობ, რომ სამართლიანია.
— და თუ შვილს სჭირდება წამალი და უარს ამბობს მის მიღებაზე, მამა კი მოტყუებით საჭმელში ჩაუყრის მას, შვილი კი გამოჯანმრთელდება, ამგვარი მოტყუება უსამართლობაა?
— არა, ვფიქრობ რომ ესეც სამართლიანია.
— და თუ კაცი დაინახავს, რომ მისი მეგობარი გასაჭირშია, სასოწარკვეთილი და გონებადაბინდული, და მოპარავს მას ხმალს და სხვა იარაღებს, ამგვარი ქურდობა სამართლიანია?
— დიახ, ესეც სამართლიანია. სოკრატე, გამოდის რომ ამჯერადაც არასწორად გიპასუხე. უნდა მეთქვა: ტყუილი და ქურდობა მტრის მისამართით სამართლიანია, ხოლო მოყვარის მიმართ სამართლიანია, თუ მის სასიკეთოდაა გამიზნული, ხოლო თუ საზიანოდ, უსამართლობაა.
— ძალიან კარგი, ევფიდემ, ახლა ვხვდები, რომ სანამ სამართლიანობის უსამართლობისგან გარჩევას შევძლებ, უნდა შევძლო სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. თუმცა ვფიქრობ, შენ ეს უკვე იცი, არა?
— ვფიქრობ, რომ კი, მაგრამ უკვე არცისე დარწმუნებული ვარ ამაში.
— მაშ, რა არის ეს?
— მაგალითად, ჯანმრთელობა – ეს სიკეთეა, ხოლო ავადმყოფობა – ბოროტება; საკვები და სასმელი, რომელსაც ჯანმრთელობა მოაქვს, სიკეთეა, ხოლო მავნებელი საკვები – ბოროტება.
— რაც შეეხება საკვებსა და სასმელს, გასაგებია, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ იგივე შეიძლება ითქვას ჯანმრთელობაზე: როცა ის კარგ შედეგამდეა მიმყვანი, სიკეთეა, ხოლო როცა ცუდი შედეგი მოაქვს – ბოროტება.
— რას ამბობ სოკრატე, როგორ შეიძლება ჯანმრთელობამ ცუდი შედეგი მოიტანოს?
— აი, მაგალითად, დაიწყო ომი... და საჭირო გახდა მოსახლეობიდან ხალხის წაყვანა საბრძოლველად. ვინც ჯანმრთელია, წაიყვანეს და ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო ვინც ავადმყოფი იყო, დატოვეს, და შესაბამისად ცოცხალი დარჩა. ამ შემთხვევაში ჯანმრთელობა სიკეთე იყო, თუ ბოროტება?
— ვხედავ, სოკრატე, რომ ჩემი მაგალითი არცისე კარგი გამოდგა, მაგრამ ალბათ სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჭკუა, ეს სიკეთეა.
— ნუთუ ყოველთვის? აი, მაგალითად, სპარსეთის მეფე ხშირად ითხოვს, რომ მიჰგვარონ ნიჭიერი და ჭკვიანი მუშები, რომლებიც შეძლებენ მისთვის იარაღის წარმოებას, და შემდეგ არ უშვებს მათ სამშობლოში. მაშ, მათი ჭკუა და გონება მათთვის სასიკეთოა, თუ საზიანო?
— მაშინ – სილამაზე, ძალა, სიმდიდრე, კარგი სახელი!
— მაგრამ ლაამზებს ხომ უფრო ხშირად ესხმიან თავს მონებით მოვაჭრეები, რადგან ლამაზი მონები უფრო ძვირად ფასობს. ძლიერები ხშირად ისეთ საქმეს ჰკიდებენ ხელს, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება, და გასაჭირში ვარდებიან. მდიდრები ხარბდებიან, და უკვე არანაირი სიმდიდრე არ აკმაყოფილებთ... ხშირად ხდებიან ინტრიგების მსხვერპლი და იღუპებიან... დიდება და კარგი სახელი ყოველთვის იწვევს შურს, და ამის გამო მრავალი ბოროტება ხდება.
ევფიდემმა ამოიოხრა და თქვა:
— მაშინ, არც ვიცი, რა ვთხოვო ლოცვაში ღმერთებს.
— ნუ წუხარ! ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ შენ ჯერ არ იცი, რაზე ილაპარაკო ხალხის წინაშე. მაგრამ, თვითონ ხალხზე თუ იცი რამე?
— ვფიქრობ, რომ ვიცი.
— და რა იცი ხალხზე? ვისგან შედგება ხალხი?
— მდიდრებისგან და ღარიბებისაგან.
— ვის უწოდებ მდიდარს, ან ღარიბს?
— ღარიბი არის ის, ვისაც ნორმალური ცხოვრებისათვის საკმარისი სახსრები არ გააჩნია, ხოლო მდიდარი ის არის, ვისაც საკმარისიც აქვს და ზედმეტიც.
— მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ღარიბი თავის მწირ შემოსავლებს გონივრულად ანაწილებდეს, ხოლო მდიდარს თავისი ქონება არ ჰყოფნიდეს?
— მართალი ხარ, ასეც ხდება... ტირანებიც კი არიან ისეთები, რომლებიც ვერ ძღებიან ხალხის ხოცვით, და საკუთარი ავადმყოფური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ხშირად უსამართლოდაც ჟლიტავენ ხალხს.
— მითხარი, არ მიაკუთვნე ის ტირანები ღარიბებს, ხოლო გონიერი ღარიბები – მდიდრებს?
— დიახ... გამოდის, რომ ამ საკითხისაც არაფერი გამეგება...
— სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები! ხალხზე დაფიქრების დრო შენ კიდევ გექნება, მაგრამ რაც შეეხება ორატორებს, რომელთა გზასაც გინდა გაჰყვე... ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ შესახებ ყველაფერი იცი. მაშ, მიპასუხე: ხომ არიან ორატორები, რომლებიც ხალხს ატყუებენ მათ საზიანოდ. ზოგიერთები ამას შეგნებულად აკეთებენ, ზოგიერთები კი უცოდინრობის გამო. რომელი ორატორია უკეთესი, და რომელი – უარესი?
— ვფიქრობ, რომ განზრახ მატყუარები უარესები არიან იმათზე, ვინც უცოდინრობის გამო ამბობს სიცრუეს.
— მაშინ მითხარი, რომელი ამათგანია უკეთესი: ადამიანი, რომელიც განზრახ კითხულობს და წერს არასწორად, თუ მეორე, რომელიც უცოდინრობის გამო აკეთებს ერთასაც და მეორესაც?
— ალბათ ის, რომელიც შეგნებულად უშვებს შეცდომებს, რადგან თუ მოინდომებს, შეუძლია სწორად იკითხოს და წეროს.
— მაგრამ იმის მიხედვით, რაც შენ თქვი, არ გამოდის, რომ შეგნებული მატყუარა ჯობია უცოდინარ მატყუარას, რადგან თუ მოინდომებს, შეუძლია სიმართლეც თქვას?
— არ გინდა, სოკრატე, ნუ მეუბნები ამას, შენ გარეშეც ვხედავ, რომ არაფერი ვიცი, და ჯობს ჩუმად ვიჯდე და ხმა არ ამოვიღო!
ბრაზისაგან სასოწარკვეთილი ევფიდემი ადგა და სახლში წავიდა, იმ მრავალი ადამიანის მსგავსად, რომლებსაც სოკრატე მსგავსად მოექცა... და მათგან უმეტესობას უკვე არ ჰქონდა სურვილი მასთან ურთიერთობისა.

Monday, December 3, 2018

ადამიანები ორ კატეგორიად

საკუთარი გამოცდილებიდან დავასკვენი, რომ ცხოვრებაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. მესამე არ არსებობს. ადამიანების ერთი კატეგორია ბუზის მსგავსია. ბუზს ასეთი თვისება აქვს: ყოველთვის ჭუჭყს ეძებს. მაგალითად: როდესაც ბაღში ბევრი სურნელოვანი ყვავილია და იქვე ღობის ძირში საქონლის ნეხვი, ბუზი გადაუფრენს ყველა მშვენიერ ყვავილს და არც ერთ მათგანზე არ შეჩერდება. მაგრამ როგორც კი დაინახავს უწმინდურებას, მაშინვე მისკენ გაფრინდება და დაიწყებს მის ქექვას. ის ტკბება იმ სიმყრალით, რომელიც ქექვისას წარმოიქმნება და ამ საქმიანობისგან მოწყვეტა არ შეუძლია. ამ ბუზს საუბარი რომ შეეძლოს, კითხვაზე იცის თუ არა, სად არის ვარდები, გიპასუხებდათ: ”არც კი ვიცი, ეს რა არის. სამაგიეროდ, ვიცი სად არის ნაგავსაყრელები, საპირფარეშოები, სასადილოები, ჭუჭყი”.
ადამიანის ერთი ნაწილი სწორედ ბუზს ჰგავს. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც მხოლოდ ცუდზე ფიქრი ისწავლა და ეძებს მას. ამასთან არც იცის და არც სურს სიკეთეში ყოფნა.
ადამიანების მეორე კატეგორია ფუტკრის მსგავსია, რომლის თვისებურებაა, იპოვოს სილამაზე და სიტკბო. ვთქვათ, შენობაში, რომელიც უწმინდურებითაა სავსე, ვიღაცამ კუთხეში შარბათი დადგა. თუ ფუტკარს მივიყვანთ, იფრენს და არსად შეჩერდება, სანამ შარბათს არ იპოვის.
თუ ახლა ამ ფუტკარს დაიჭერთ და ჰკითხავთ, სად არის სიბინძურე, ის გიპასუხებთ, რომ არც კი იცის, ეს რა არის. გეტყვით: ”იქ – ვარდებია, იქ – იებია, იქ – თაფლია, იქ – შაქარია, იქ – შარბათია” – და საერთოდ იქნება ყველაფერი კარგის მცოდნე და არანაირი წარმოდგენა არ ექნება ბოროტებაზე. ეს ადამიანების ის კატეგორიაა, რომელსაც კეთილი ზრახვები აქვს და მხოლოდ კარგს ხედავს.
– მათ, ვინც სხვების დასადანაშაულებლად ჩემთან მოდის, ვუყვები ამ მაგალითს და ვთავაზობ, გაარკვიონ: ადამიანების რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ თავს და რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალს სდებენ. "

შეკითხვის დასმა

იცი’თ როდისაა შეკითხვა უმანკო? როცა კითხვაზე პასუხი თქვენვე არ გაქვთ მზად. თქვენ კითხულობთ: „არსებობს ღმერთი? და პასუხიც იცით. ჩემთან მხოლოდ იმისთვის მოხვედით, რომ დასტური მიიღოთ ამის შესახებ. ან, პირიქით, იცით, რომ ღმერთი არ არსებობს და მხოლოდ იმის გასაგებად მოხვედით, ვიცი თუ არა ეს. ასეთი შეკითხვა ეშმაკობაა და იესოს არ შეუძლია ასეთ შემთხვევაში პასუხის გაცემა.

როცა მოწაფე ქრისტეს ეკითხება, მან ნამდვილად არ იცის პასუხი. ვიდრე კითხვას დასვამდეთ, კარგად გაიაზრეთ, გაქვთ თქვენ თვითონ ამ კითხვაზე პასუხი მზად თუ არა. დაფიქრდით, საკუთარი ცოდნიდან ხომ არაა გამოწვეული კითხვა თუ ეს ასეა, მაშინ შეხვედრა შეუძლებელია, რომც გიპასუხონ, პასუხი ვერ მოაღწევს თქვენთან. თქვენში ამ საკითხის შესახებ სიცარიელე უნდა იყოს, პასუხმა რომ შეავსოს იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ წინასწარ დაჯერებულნი და მოწამლულნი ხართ, სანამ პასუხს მიიღებდეთ.

შეკითხვის ორის სახე არსებობს: პირველი შეკითხვა ცოდნიდან გამომდინარეობს და მასზე პასუხი გაცემა უაზრობაა, რადგან მას კამათი და დიალოგი მოჰყვება, მეორე შეკითვის დროს დარწმუნებულნი უნდა იყოთ, რომ პასუხი რა იქნება, თქვენ არ იცით. ამ შემთხვევაში თქვენ მოწაფე ხდებით, რადგან უბრალოდ გწყურიათ და ითხოვთ წყალს, გშიათ და ითხოვთ პურს, არ იცით და ეკითხებით. მოწაფე ოსტატს მიმართავს შეკითხვით, რადგან კარგად იცის, რომ არ იცის. როდესაც არ იცით, თქვენ მორჩილი ხართ, როდესაც იცით - ეგოისტი, იესოს კი არ შეუძლია თქვენი „ეგოს“ ბრბოსთან საუბარი.

ბევრ" შეკითხვას ერთად დასმულს არ უნდა უპასუხოს კაცმა. 
შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე, არასოდეს უნდა ვთქვათ უარი მხოლოდ მაშინ როცა ამ შეკითხვას ბავშვი სვამს. რამდენი შეკითხვაც არ უნდა დასვას - ყველაზე უნდა ვუპასუხოთ (თანაც ამომწურავად) . მის შემთხვევაში ზუსტად იცი, რომ მართლა აინტერესებს და საჭიროც არის რომ გაიგოს :)

უფროსის შემთხვევაში კი მიზეზები არაერთია:

■ ჩასაფრებაა (გამოჭერაზე, იქნებ რამე "წამოაცდენინოს, როგორ მაცხოვარს უსვამდნე ფარისევლები, რომ "ჩაეჭრათ");
■ ვერ იმასხოვრებენ მასზე პასუხს და რადგან აქამდე ვერ დაიმახსოვრეს, ეხლაც ტყუილად წყლის ნაყვაა მასზე პასუხის გაცემა. (ამასაც იგივე ბედი ელის);
■ თუ შეკითხვას რაიმე სიახლე მოაქვს მასზე ხომ უნდა მოხდეს დაფიქრება (რადგან თვითონვე სვამს შეკითხვას ასედაც უნდა იყოს), წამებში ხომ ვერ გადახარშავს სიახლეს, "უცებნს". თუ არ დააფიქრა მოსმენილმა პასუხმა ან ვერ გაიგო, ან არ მოისმინა, ან არასოწრად გაიგო (უცებ).
■ თუ სიახლე არ მოაქვს, მაშინ "დაკითხვას" რაიმე მიზანი აქვს, დანიშნულება, რომელზედაც სათანადოდ უნდა გონს მოგება და არ უნდა გაეცეს პასუხი.

კომუნიკაცია

თურმე არ ყოფილა აუცილებელი, რომ ყველას მოეწონოს შენთან ურთიერთობა. რა საკვირველია ცალკეული თვისებები შესაძლოა მისაღებიც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფრის (მისაღების და მიუღებლის) გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს იქონიებს თუ არა სხვა პიროვნება ჩვენთან ურთიერთობის სურვილს. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ვეცადო'თ რაც შეიძლება მცირე დროში, ორივე მხარე (დადებითი და უარყიფითი) იყოს ნათელი და ცნობილი მეორე მხარისათვის (დრო ყველა ვარიანტში გამოაჩენს, მაგრამ აზარტში და ურთიერთობაში შესულს არ შეგვეცვალოს შემდგომში ურთიერთობის გეგმები). ამიტომაც ყველა გზა, მანქანება უნდა გამოვიყენოთ, ყველა მეთოდი, რომ სწორად ავარჩევინოთ ჩვენთან ურთიერთობის მდომთ ჩვენთან ურთიერთობის სურვილი, ან კიდევ დავაკარგვინოთ (სანამ დროა და გაღრმავდება ურთიერთობა) კიდეც. სხვა შემთხვევაში დიდი სიცრუე გამოგვდის, რომელიც რუსთველისა არ იყოს - ავნებს ხორცსა, მერმე სულსა'ო...