ფრთიანებად...

მოსაზრება'ზე

როდესაც მოსაზრება "გებადება" (და ეს ეტაპი ყველას უდგება ხოლმე ცხოვრებაში, ნუ ყოველშემთხვევაში ჰ'გონიათ რომ აქვთ ხოლმე) იმთავითვე უნდა ჩაინიშნო, გადაიტანო ფურცლებზე ან "გააციფრულო". გადახედო მეორე დღეს, მესამე დღეს ან გადახედო სხვადასხვა გუნებაზე მყოფმაც(გაბრაზებულმა, გახარებულმა, ახლადგაღვიძებულმა, მწუხარებაში მყოფმა და ა.შ), იქნებ შენივე სხვა განწყობაზე მყოფი ხასიათით მიუღებელი მოსაზრება "წამოგეროშა" უნებურად და იქნებ შენვე შეგიძლია მისი "კალაპოტში დაბრუნება", დიდ ცოდნასთან შეჯერება-შეთანხმება და დახვეწილი ფორმის მიცემა. იქნებ ცოტა დროსაც დაველოდოთ, რომ დროში'ც გამოიწრთოს. მაინც ხომ დროა ყველაზე დიდი გამომცდელი ყველაფრისა (ერთსიტყვიანი ფილოსოფიის - ვნახოთ'ისა არ იყოს). მხოლოდ ამის მერე გაუზიარე იგი სხვას, მხოლოდ ამის მერე ისაუბრე ამ იდიაზე. თუ არა და შლეგი და ბეცი გამოდიხა ამა სოფლის


არგუმენტების მოძიება'ზე

ხშირად ხილულ (ჩვენთვის "ხილულ") ფაქტებს მყისიერად არგუმენტად ვიყენებ'თ ხოლმე, მაშინვე (გააზრების და მსჯებლობის გარეშე) გვაქვს დასკვნა, მოსაზრება, ვერდიქტი... და ეს ხომ უდავოა.

მარგრამ ამ ფაქტებს აქვს ხოლმე გაგრძელებაც... რომელსაც არ ვაცდით ხოლმე განხორციელების და დასრულების საშუალებას. (ის კი მაინც სრულდება და "ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის" მაგრამ...)

არ ვაძლევთ ფაქტს გასრულების უფლებას. თითქოსდა პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდგეგ მყისიერად ვეძახით მგზავრს, რომ: 
"შენ დანიშნულების ადგილზე არ მისულხარ'ო". - აცადე ჯერ ბატონო, იაროს სანამ დადის... მერე ჰკითხე მორჩი თუ არა ვლას'თქო და თუ ჯერ არა, იქნებ მივიდეს კიდეც სადაც მიდის (ან შეიძლება ვერც) მერე გადავუწყვიტო'თ ჩვენი საბოლოო სიტყვით "დასკვნით" და შეფასებით (რომელიც ყველაზე მაღალი სააზროვნო უნარია) და დაუმსახურებლად მისი მითვისება არ ეგების :)

No comments:

Post a Comment