თანამედროვე გამოწვები



ნუ მისცემ უფლებას სხვისი აზრების ხმაურს თქვენი შინაგანი ხმა დაჯაბნოს



ჩვენ კი რას ვაკეთებთ…? დაბადებისთანავე უკვე გამზადებულ გზას მივყვებით. ჩვენზე ზრუნავს: ოჯახი, სახელმწიფო, ნათესავები და მეზობლებიც კი… ურთიერთზრუნვის ამ მაგიურ წრეში ჩვენი შინაგანი ადამიანი ან საბოლოოდ იძინებს, ან კვდება, ან თვლემს და ძალიან იშვიათად იღვიძებს და უფრო იშვიათად აღარ უბრუნდება თვლემის პროცესს. ასეთ პერსპექტივაში ადამიანი წარმოგვიდგება, როგორც შინაგანი და გარეგანი ადამიანის ერთობა, თუმცა ამ შინაგანი ადამიანის გამუდმებული შევიწროების გამო ცხოვრებას მხოლოდ გარეგანი ადამიანი აგრძელებს. და ვინ არის გარეგანი ადამიანი? რომლის გზა უკვე განსაზღვრულია: რომელიც ამთავრებს სკოლას, სადაც ასწავლიან ყველაფერს, ცხოვრების გარდა, შემდეგ ასრულებს უნივერსიტეტს, სადაც აძლევენ თეორიულ ცოდნას, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში, ცხოვრებაში ვერ გამოიყენებს… შემდეგ ეძებ და პოულობ სამსახურს, სადაც ფულს შოულობ, მაგრამ სამსახური არ მოგწონს (თუმცა რა უნდა ჰქნა? ოჯახი გყავს უკვე სარჩენი), შემდეგ ზრდი შვილებს და იწყებ მათ დამოძღვრას და ემგვანები მშობლებს… ბოლოს აუცილებლად მოკვდები უსიხარულოდ, რადგან ყველაფერი აქციე მოვალეობად, დაივიწყე შინაგანი ადამიანი, იქეცი ბიოლოგიურ რობოტად – დაპროგრამებული ტანჯვით, სევდით, გამარჯვებებით და დამარცხებებით და არასდროს არ ყოფილხარ ნამდვილი…

აი, ამ მდგომარეობაზე წერს სწორედ Manuel Vicent-ი: “როგორც კი ადამიანმა პალეოლითს გადააბიჯა, კეფაში მოვალეობა გაეჭედა: უნდა ადგეს 8-ზე, წავიდეს სამსახურში, უნდა გაიჩინოს შეყვარებული, გახდეს წარმატებული, უნდა მისწვდეს ცას, უნდა დაემორჩილოს კანონებსა და წესებს. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ უნდა გააკეთოს, რომ უბრალოდ, მოვალეა… კატეგორიული იმპერატივი სახიფათო დაავადებაა… როგორ შეიძლება მისგან განკურნება?” აი, ასე იკარგება კავშირი საკუთარ თავთან; ამ კავშირის გაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობენ: მშობლები, მასწავლებლები, მღვდლები, მეზობლები, ნათესავები… ყველამ შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა მოიქცე, რომ ცხოვრებაში კაცი (ქალი) დადგე და ქვეყანა შენ შემოგნატროდეს, როგორ უნდა ასახელო სკოლა, ოჯახი, ნათესაობა… როგორ უნდა გახდე სანიმუშო… ანუ როგორ გახდე კარგი „პროგრამა“, რობოტი; ამ პროგრამაზე ხომ შენი დაბადებიდან მუშაობდნენ…? ჰოდა, ნუ ჩაუყრი წყალში ამაგს. 


არც სინამდვილე ყოფილა, არც შენ ყოფილხარ ნამდვილი, რადგან მეტაფორულადაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც ყოველთვის იმას აკეთებდი, „რაც მამას უნდოდა“. მერე კი… ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე დადგება დრო, როცა ვიღაც გკითხავს: შენ რას ფიქრობ…? მართლა რას ფიქრობ და არა მოჩვენებითად, როგორც მიჩვეული იყავი, რომ გეპასუხა… შენ კი პასუხს ვერ გაიხსენებ, რადგან უკვე აღარ იცი, სინამდვილეში რას ფიქრობ ან სინამდვილე რა არის საერთოდ? იქნებ გალაკტიონის ეს ლექსიც გაგახსენდეს (თუ წაკითხული გაქვს, რა თქმა უნდა): „არ ვემდური სინამდვილეს, არ ყოფილა თითქმის, არყოფილზე სამდურავი არასოდეს ითქმის…“





ჭეშმარიტება არ იჩაგრება მაშინაც კი როცა იგი იგმობის კიდეც





ციფრული დემენცია "დიდებში"


კომპიუტერთან, მობილურსა და ინტერნეტთან ჭარბად გატარებული დრო „ციფრულ დემენციას“ იწვევს. ამ ტექნოლოგიების გამოყენებისას ადამიანი კარგავს კონტროლის უნარს, რადგან ერთდროულად ბევრი საქმის მოგვარება სურს. ამას მოსდევს ტვინის ინფორმაციით


ჩაკეტილი საკუთარ სივრცეში


1 comment: